ჭადრაკში ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული ივან შარიჩი გახდა
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 14:36
 ჭადრაკში ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებული ივან შარიჩი გახდა

ბათუმში დასრულდა ევროპის მე-19 ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში რომლის გამარჯვებული ხორვატი ივან შარიჩი გახდა. დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო ‘შერატონში’ გაიმართა.

ასპარეზობა 16 მარტს დაიწყო და 28 მარტამდე გასტანა. ასევე 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო ‘იოტაში’ გაიმართება ევროპის ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის. შეგახსენებთ წელს სექტემბერში ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება სადაც მონაწილეობას 189 ქვეყანა მიიღებს. ოლიმპიადის პარალელურად გაიმართება ფიდეს და ესკ-ს არჩევენები.

გამარჯვებულმა 11 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დაგროვა. მას ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
2.რადოსლავ ვოიტაშეკი (პოლონეთი; 2738) – 8 ქულა;3.სანან სიუგიროვი (რუსეთი; 2652) – 8 ქულა; ქალთა ჩათვლაში მესამე საპრიზო ადგილზე მერი არაბიძე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ I-XXIII ადგილზე გასულმა მონაწილეებმა მოიპოვეს 2019 წელს რუსეთის ხანტი-მანსიისკში დაგეგმილი ვაჟთა შორის მსოფლიო თასის საგზური.
სულ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკემ მიიღო , მათ შორის 32 საქართველოს წარმომადგენელი გახლდათ.

ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 100 000 ევროს შეადგენდა.

ტეგები