"პირველ აპრილს შესაძლებელია, ჩინური კოსმოსური ლაბორატორია დედამიწას დაეცეს. საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნებთა სიაში" - ლუკა ფეიქრიშვილი
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 15:32
"პირველ აპრილს შესაძლებელია, ჩინური კოსმოსური ლაბორატორია დედამიწას დაეცეს. საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნებთა სიაში" - ლუკა ფეიქრიშვილი

ორგანიზაცია "Umbrella" დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ პირველ აპრილს შესაძლებელია ჩინური კოსმოსური ლაბორატორია დედამიწას დაეცეს,როგორც ქართული საინფორმაციო წყაროები იუწყებიან საქართველო შეყვანილია იმ ქვეყნებთა სიაში, რომლებსაც შეიძლება დაეცეს ჩამოვარდნილი ლაბორატორიის ნაწილები. რამდენიმე ჰაკერულ ფორუმზე ვრცელდება ინფორმაცია,რომ ჩინელებმა ჯერ კიდევ ადრე იცოდნენ კოსმოსური ლაბორატორიის გაუმართაობის შესახებ,ის ბრძანებებს აღარ პასუხობდა უკვე დიდი ხანია და როდესაც მისი დედამიწაზე ჩამოვარდნის საფრთხე მოახლოვდა ამის შემდეგ დაიწყეს ინფორმაციიის გავრცელება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია ადრევე ქონდა ნასას და რუსეთს. შ.ს.ს – მ უკვე დაიწყო გამოძიება Facebook - იუზერზე რომელმაც პირველი დაპოსტა "ღმერთო მეტეორი გვესროლე". საქართველოს მთავრობა კითხვას "აქვს თუარა მას შესაბამისი თავშესაფრები" მომზადებული უპასუხოდ ტოვებს.ხუმრობა იქით იყოს და კოსმოსური ლაბორატორიის ჩამოვარდნის შესახებ ვარაუდები სწორი და მოსალოდნელია. საქართველოს რაც შეეხება,ჩემი აზრით სანამ სადგური მაქსიმალურად არ მიუახლოვდება დედამიწის ატმოსფეროს შეუძლებელი იქნება ზუსტი კორდინატების გამოთვლა თუ სად ჩამოვარდება ის და მისი ნაწილები", - წერს ფეიქრიშვილი.

ტეგები