შაქრო კალაშოვს 9 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 16:37
შაქრო კალაშოვს 9 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოსკოვის რაონულმა სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს შაქრო კალაშოვს 9 წელი და 10 თვე მიუსაჯა. ის სასამართლომ რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნოდამნაშავედ ცნო გამოძალვის ბრალდებით.  კალაშოვი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

2017 წლის დეკემბერში რამდენიმე „კრიმინალურ ავტორიტეტს“ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“ ზაქრო კალაშოვიც მოხვდა.

შაქრო კალაშოვი 2008 წლის ესპანეთში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ის რუსეთში 2014 წლის ოქტომბერში, ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ დაბრუნდა. საქართველოში მას დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

შაქრო კალაშოვი  თბილისში 1953 წლის 20 მარტს დაიბადა. 1971 წელს კანონიერ ქურდად აკურთხეს თბილისში, 1989 წელს დატოვა საქართველო და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2003 წელს კი ესპანეთში გადაბარგდა. 2006 წელს არაბმა სამართალდამცავებმა კალაშოვი დააკავეს და ესპანეთს გადასცეს. ესპანეთის სასამართლომ მას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის 20 000 000 ევროს გადახდა და 12 წელი ციხე მიუსაჯა.

საბოლოოდ, 2015 წელს კალაშოვის ექსტრადირება რუსეთში მოხდა.

ტეგები