სასამართლომ საზმაუს ჩემი სამსახურში აღდგენა დაავალა - ლაშა მესხი
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 17:14
სასამართლომ საზმაუს ჩემი სამსახურში აღდგენა დაავალა - ლაშა მესხი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელს  ყოფილი თანამშრომლის, ლაშა მესხის სამსახურში აღდგენა დაავალა. ამის შესახებ ლაშა მესხი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მისი სამსახურში აღდგენა განაცდურის სრული ოდენობის ანაზღაურებასთან ერთად დაევალა.

"მოვიგეთ!!! საზმაუმ დავა წააგო. სასამართლომ დაადგინა ჩემ მიმართ განხორციელებული პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაცია და მაუწყებელს დაევალა ჩემი სამსახურში ადგენა, განაცდურის სრული ოდენობით ანაზღაურებასთან ერთად", - წერს ჟურნალისტი.

2017 წლის იანვრის ბოლოს, სხვა 12 თანამშრომლის მსგავსად, განმცხადებელთან ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლაშა მესხთან არ გაგრძელდა, რის საფუძვლადაც “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” ხელშეკრულების ვადის გასვლა დაასახელა.

ტეგები