იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის ახალ დებულებაზე მუშაობას განაგრძობს
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 21:58
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტის ახალ დებულებაზე მუშაობას განაგრძობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით, კომიტეტის ახალი დებულების პროექტზე მუშაობს განაგრძობს.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, დებულების პროექტში ასახულია ახალი იდეები. „იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დებულება იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სტანდარტების იმ დებულებებს შორის, რომელსაც პარლამენტი ბიურო ამტკიცებს“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას და ევროკავშირს საუკეთესო პარტნიორული თანამშრომლობისთვის.

გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირისა ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ხელმძღვანელმა, რუსუდან ტუშურმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის და კომიტეტის დებულებაც იქნება ამ სამაგალითო პარტნიორობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო წინა შეხვედრების დროს დებულების პროექტში შეტანილი ცვლილებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის კომიტეტის საქმიანობის ამოცანებზე, მიმართულებებსა და უფლებამოსილებებზე. გაიმართა დისკუსია. დებულების პროექტის ცალკეულ პუნქტებთან დაკავშირებით გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები.

შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ახალი დებულების პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელ შეხვედრას უახლოეს მომავალში გამართავს.

შეხვედრას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და კომიტეტის აპარატის წევრები.​

ტეგები