რას ყვება მოზარდის მეზობელი, რომელსაც თავს აზერბაიჯანის მოქალაქე დაესხა? (ვიდეო)
ამობეჭდვა · 29 / 03 / 2018 22:31
რას ყვება მოზარდის მეზობელი, რომელსაც თავს აზერბაიჯანის მოქალაქე დაესხა? (ვიდეო)

13 წლის მოზარდის მეზობელი, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე დაესხა თავს, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

28 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალქე დააკავეს, რომელმაც 13 წლის მოზარდზე ფიზიკურად იძალადა.

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში გუშინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე არასრულწლოვან ბიჭს თავს დაესხა. მოზარდს ტვინის შერყევა და თვალები აქვს დაზიანებული. არსებული ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც მოზარდს ფიზიკურად გაუსწორდა, საქართველოში იმავე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მეშვიდე სართულზე ცხოვრობდა, სადაც დაზარალებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული, ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს. 

ტეგები