იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "მოქალაქეობის შესახებ კანონში" განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობას განაგრძობს
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2018 21:54
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი "მოქალაქეობის შესახებ კანონში" განსახორციელებელ ცვლილებებზე მუშაობას განაგრძობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა რიგით მე-3 შეხვედრა გამართა.

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა შეხვედრის მონაწილეებს კანონში შესატანი ცვლილებები პრინციპები გააცნო. მან იმ სიახლეებზე ისაუბრა, რომლებიც შეეხება: საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას და  საგამონაკლისო წესით მინიჭებას, სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას და სხვა საკითხებს.

ცვლილებების წარდგენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს საკუთარი პოზიციები და მოსაზრებები შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში, სამუშაო პროცესში ჩართულ მხარეებს შორის, შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, პოზიციების გაცვლა მოხდება. ამის შემდეგ, კი ჩატარდება სამუშაო ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც საბოლოოდ მოხდება პოზიციების შეჯერება.  როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, აპრილში, უკვე შესაძლებელი იქნება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ორგანულ კანონის პროექტის ინიცირება.

ტეგები