პარლამენტის ნაკრებსა და კასპის საფეხბურთო გუნდ "გენერალს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა
ამობეჭდვა · 30 / 03 / 2018 22:28
პარლამენტის ნაკრებსა და კასპის საფეხბურთო გუნდ "გენერალს" შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა

„ვეწევით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ჩვენ კასპელ მეგობრებთან ერთად. მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ დეპუტატს კასპის მუნიციპალიტეტიდან, ირაკლი მეზურნიშვილს ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში გამართული ამხანგური საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ.

პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის საფეხბურთო ნაკრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კასპის საფეხბურთო გუნდთან გამართულ შეხვედრაში, რომელსაც „არენას“ სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა.

 ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტულ თამაშობებში ჩართულობის მნიშვნელობაზე პარლამენტის საფეხბურთო ნაკრების წევრებმაც ისაუბრეს. „მისასალმებელია რომ ამ კუთხის აქტივობები გვაქვს. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ჩვენი მიზანია და ყველანაირად ვცდილობთ ხელი შეუწყოთ და ადამიანები მეტად დავაინტერესოთ ამ მიმართულებით. დღევანდელი მატშიც ამის დადასტურებაა და მიხარია, რომ პარლამენტის თავმჯდომარეც ჩაერთო ამ პროცესში და უშუალოდ იღებს მონაწილეობას სპორტულ ღონისძიებაში, რაც თავის მხრივ, უფრო საინტერესოს ხდის ამ შეხვედრას“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ეს არის სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. დღეს პარლამენტის გუნდი კასპის რაიონის ერთ-ერთ პოპულარულ გუნდთან ვმართავთ შეხვედრას. მადლობა მინდა გადაუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს და ჩემ კოლეგა დეპუტატებს, რომ მხარი დამიჭირეს და დღეს ასეთი სპორტული შეხვედრა შედგა. მომავალში ჩვენ ვაპირებთ ანალოგიური სპორტული ღონისძიებების გამართვას სხვადასხვა რეგიონებთან“, - განაცხადა კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი მეზურნიშვილმა.

ამხანაგური საფეხბურთო მატჩი კასპის გუნდის „გენერლების“ გამარჯვებით - 9:6 დასრულდა.

ტეგები