შიდა ქართლის გუბერნატორი გადადგა
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2018 00:47
შიდა ქართლის გუბერნატორი გადადგა

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი მუშაობას სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე გააგრძელებს.

შიდა ქართლის გუბერნიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მთავრობის განკარგულებით, კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე უკვე დაინიშნა. ხოლო რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძეს, არსებული ინფორმაციით, ის შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობას დაიკავებს.

ტეგები