არჩილ თალაკვაძე „თბილისის ახალგაზრდობის ფორუმს“ დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2018 19:03
არჩილ თალაკვაძე „თბილისის ახალგაზრდობის ფორუმს“ დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

„ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც რეფორმების ლიდერია. რეფორმებს კი ის ადამიანები აკეთებენ, ვისაც ყველაზე ადრე შეუძლია დასვას კითხვა "რატომ?" და ამ კითხვას ახლებური, პროგრესული პასუხი გასცეს; თქვენ გაქვთ "რატომური" ენერგია და ეს უპირატესობა უნდა გამოიყენოთ.

ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის არაერთი ყოფილი წევრი დღეს პარლამენტში, საკრებულოში და კერძო სტრუქტურებშია - ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ"! - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„თბილისის ახალგაზრდობის ფორუმი 2018“ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ ორგანიზებით იმართება. ორდღიან ფორუმში თბილისში მოქმედი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ფორუმის მიზანია განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის განვითარება თბილისის მერიასა და თბილისში მოქმედ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის; მუნიციპალური პრიორიტეტების განსაზღვრაში და პროგრამების განხორციელებაში ახალგაზრდული და სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის ხელშეწყობა; თბილისში განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების მიზნით ერთობლივი პროგრამების დაგეგმვა და ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ახალგაზრდების საჭიროებებზე ორიენტირებული მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამების და სერვისების განხორციელება.

ტეგები