აშშ-მა ილონ მასკის გლობალური ინტერნეტის პროექტი მიიღო
ამობეჭდვა · 31 / 03 / 2018 19:57
აშშ-მა ილონ მასკის გლობალური ინტერნეტის პროექტი მიიღო

აშშ-ის ქსელის ფედერალურრმა კომისიამ, ილონ მაკის მიერ შეთავაზებული გლობალური ინტერნეტის პროექტი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა The Verge-ი წერს.

SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოსთვის ფართომასშტაბით ინტერნეტის მიწოდება რამდენიმე ეტაპისგან შედგება: პირველი აბონენტები წვდომას 4425 თანამგზავრიდან მიიღებენ, რომლებსაც SpaceX-ი ორბიტაზე შემდეგი 5 წლის განმავლობაში წაიღებს.

22 თებერვალს, პროექტის რამდენჯერმე გადადების შემდეგ, SpaceX-მა, გლობალური ინტერნეტის პროექტის ფარგლებში, ორბიტაზე 2 სატესტო თანამგზავრი - Tintin A და Tintin B გაუშვა, რომლებიც დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან ინტერნეტზე წვდომას უზრუნველყოფს. 

ტეგები