15 წლის გიგი ანთაძეს მზიურში ჯიხურს გადასცემენ
ამობეჭდვა · 01 / 04 / 2018 13:46
15 წლის გიგი ანთაძეს მზიურში ჯიხურს გადასცემენ

თბილისის მერია 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე გარევაჭრობითაა დაკავებული, ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. მას ჯიხურს ახალი მზიურის ტერიტორიაზე გადასცემენ.

კახა კალაძემ თავის მოადგილეს შესაბამისი დავალება 28 მარტს მისცა.

"15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული, წლებია რუსთაველის გამზირზე ნივთებს ყიდის. მისი ასაკის მიუხედავად, ეს პატარა ბიჭუნა ჩართულია თავის კერძო ბიზნესში. ბოლო პერიოდში გიგი რუსთაველის გამზირზე ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. გვაქვს რეგულაციები გარევაჭრობაზე, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გიგის ვერ გამოვყოფთ, თავისი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას ვერ მივცემთ. მინდა, სოფო ხუნწარიას დავავალო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვს, რომელმაც თავისი ბიზნესი შეიქმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო გახდება, მეც ჩავერთვები და ფინანსური დამხმარებისთვისაც მზად ვიყოთ, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს გიგის", - აცხადებს თბილისის მერი.

ტეგები