გუგეშაშვილებზე თავდასხმის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი
ამობეჭდვა · 01 / 04 / 2018 21:55
გუგეშაშვილებზე თავდასხმის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კრიმინალურმა პოლიციამ დოდო გუგეშაშვილის შვილის სავარაუდო მკვლელის დნმ-ის ნიმუში აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი2"-ის გადაცება  P.S.-ს დოდო გუგეშაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, მაღალი ალბათობით, ტყვიებზე აღმოჩენილი იდენტური გენეტიკის ნიმუშები იმ პიროვნებას ეკუთვნის, ვინც მას და მის შვილს ესროლა.

დოდო გუგეშაშვილი დარწმუნებულია, რომ შემსრულებელს ორივეს მკვლელობა ჰქონდა დაკვეთილი. თადარიგის პოლკოვნიკი თვლის, რომ ხელნაკეთმა მაყუჩმა ქილერს ხელი შეუშალა და ბევრი დრო დაკარგა, ამიტომ მიზანს ვერ მიაღწია. 

აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 თებერვალს ესროლეს.

ტეგები