ბრაზილიელმა "ქრისტე" ჯვარცმას გადაარჩინა (ვიდეო)
ამობეჭდვა · 01 / 04 / 2018 23:35

ბრაზილიის ქალაქ ნოვა-არსტში ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით დადგუმლი სპექტაკლი მაყურებლის გამო ჩაიშალა, რომელმაც "ქრისტეს" ჯვარცმისგან გადარჩენა განიზრახა. შესაბამისი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ვიდეოში ჩანს, მაყურებელი სცენაზე სპექტაკლის მიმდინარეობისას ავიდა და ერთ-ერთ მსახიობს მოტოციკლის ჩაფხუტი ჩაარტყა თავში.

სხვა მაყურებლების თქმით, თავდამსხმელი ყვიროდა, რომ "ქრისტეს მოკვდინების უფლებას არავის მისცემდა".

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს. გარდა ამისა, ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ტეგები