"საქმეში გარდა ლამაზად დაწერილი ბრალისა ამ ბრალის დამამტკიცებელი მტკიცებულება არ არსებობს" - ირაკლი ქორიძის ადვოკატი
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2018 12:23
"საქმეში გარდა ლამაზად დაწერილი ბრალისა ამ ბრალის დამამტკიცებელი მტკიცებულება არ არსებობს" - ირაკლი ქორიძის ადვოკატი

ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირაკლი ქორიძის ადვოკატს, საქმის მასალები გადაეცა. 

ქორიძის უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სალომე ჯანუაშვილის თქმით, ბრალდების მხარეს საქმეზე გააჩნია მხოლოდ სცენარი, მტკიცებულებები კი მასალებში არ დევს.

„საქმეში გარდა ლამაზად დაწერილი ბრალისა აბსოლუტურად არაფერი, ამ ბრალის დამამტკიცებელი მტკიცებულება არ არსებობს. ირაკლი ქორიძეს სადაო პერიოდში სახელმწიფო საზღვარი არცერთი მიმართულებით არ გადაუკვეთია. ყველა ადამიანი რომელიც კვეთს საზღვარს ის გადის კონტროლს, რომლის მონაცემიც არის ელექტრონული და გამოძიებისთვის ხელმისაწვდომია. არც გამოძიებას უდევს ასეთი დოკუმენტი, არც ამას ედავება გამოძიება რომ შენ გადაკვეთე საზღვარი და გადახვედი ესეთი ფორმულირებით გამოძიება და ბრალდება ირაკლი ქორიძეს არ ედავება“, - ამბობს ირაკლი ქორიძის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი "რუსთავი 2"-თან.

გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ ირაკლი ქორიძის და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმე ერთმანეთთან არის კავშირში. ქორიძეს, რომელსაც გამოძიება ორ მძიმე დანაშაულს ედავება, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უვადო პატიმრობა ემუქრება.

ქორიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა გუშინ შეუფარდა. 

ტეგები