"სახალხო დამცველის ანგარიშში სიცოცხლის უფლების თავი გაჩნდა, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს უკავშირდება"
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2018 13:53
"სახალხო დამცველის ანგარიშში სიცოცხლის უფლების თავი გაჩნდა, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს უკავშირდება"

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიამ განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში სიცოცხლის უფლების თავი გაჩნდა.

როგორც ნინო ლომჯარიამ ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, სახალხო დამცველს აქვს რეკომენდაციები, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე პროკურატურის მისამართით.

„წინა ანგარიშისგან განსხვავებით, წლევანდელ ანგარიშში გაჩნდა სიცოცხლის უფლების თავი. ეს გამოიწვია სპეცოპერაციამ, სადაც დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი. ჩვენ იმ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ სიცოცხლის უფლების დარღვევას არ ჰქონია ადგილი, თუ საქმე სრულყოფილად და ეფექტურად იქნება გამოძიებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე პროკურატურის მისამართით. აქცენტები კეთდება, რომ უნდა განხორციელდეს ეფექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი იგივე სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების ან ძალის გადამეტებას. ამ ეტაპზე დასკვნებს ვერ გავაკეთებ, ვიდრე გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ტეგები