ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს - ზარდიაშვილი
ამობეჭდვა · 02 / 04 / 2018 14:12
ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს - ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამტკიცებდა, რომ "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს, ბოდიში აქვს მოსახდელი.

„ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი ვინც ამტკიცებდა, რომ ქორიძეს და "ბახალას" ნარკოტიკი ჩაუდეს. დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს. რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ  საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის  მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული  შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში.

„თეთრი ხმაური" და პლათფორმა, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობს ჩართვას მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და საკითხები ობიექტურად შეაფასონ.

ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ეგრეთწოდებულ ბარიგებად მოხსენიებული და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელები იქნება მზად", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ტეგები