განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2018 15:14
განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ბრაზილიდან დანიის გავლით საქართველოში მოდიოდა. იგი თბილისის აეროპორტში დააკავეს.

საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებში შეძენა-შენახვა-გადაზიდვის საქმეზე მიმდინარეობს.

ტეგები