პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს
ამობეჭდვა · 03 / 04 / 2018 23:00
პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს

ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი საავადმყოფოში მოათავსეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. პრინცს თეძოს ოპერაციას ხვალ მეფე ედუარდის სახელობის საავადმყოფოში გაუკეთებენ.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პრინცი რამდენიმე ღონისძიებას ვერ დაესწრო. 96 წლის პრინცი ფილიპი მონარქის ვალდებულებას გასული წლის აგვისტოში ჩამოშორდა.

თვის ბოლოს, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მესამე შვილს ელოდება, მაისში კი პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილია დაგეგმილი.

ტეგები