საგადასახადო ცვლილებები ადასტურებს, რომ მთავრობაო რიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე - ილია წულაია
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2018 15:14
საგადასახადო ცვლილებები ადასტურებს, რომ მთავრობაო რიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე - ილია წულაია

დეპუტატ ილია წულაიას განცხადებით, საგადასახადო ცვლილებები მცირე ბიზნესისთვის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო ორიენტირებულია ბიზნესის ხელშეწყობასა და განვითარებაზე.

მისი თქმით, მთავრობის ეს ინიციატივები დასაქმებას პირდაპირ შეუწყობს ხელს. 

"ეკონომიკაში ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, რაც რეფორმების კურსის სისწორეს ადასტურებს. ჩვენი სამეწარმეო სისტემების ინტეგრაცია სხვა სისტემებთან, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყანას, რადგან გაიზრდება ფინანსური მომსახურების სექტორი. ის ფაქტი, რომ საქართველოში კომპანიის რეგისტრაციისას, შესაძლებელი იქნება გაიხსნას პარალელური კომპანია სხვა ქვეყანაში, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყანაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას როგორც ევროპის ისე მსოფლიო ბაზართა", - აცხადებს წულაია.

 

ტეგები