5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 04 / 04 / 2018 22:53 · 252 ნახვა
5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
არასტანდარტული იდეების განხორციელების სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღე ელით სამეცნიერო თანამშრომლებს, პროგრამისტებსა და გეიმერებს. ახალ კომპანიაში სწრაფად გაშინაურდებით.

კურო
ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. ნუ გაჯიუტდებით. ექსტრავაგანტურობა მეტ შარმს შეგმატებთ. გადაალაგეთ ნივთები, დაახარისხეთ გამოუსადეგარი და გასაჩუქებლები სამოსი, აქსესუარები.

ტყუპი
პარაფსიქოლოგია, თანამედროვე მეცნიერებები, ასტროლოგია გაგიტაცებთ. კარგი დღეა სკაიპ-კონფერენციების მოსაწყობად. ზოგიერთს განსხვავებული კულტურის ნაცნობი, სიყვარული გამოუჩნდება.

კირჩხიბი
დღეს თანამოაზრეებთან ერთად უნდა იმუშაოთ. ლიდერი კი არა, მეგობრული და კომუნიკაბელური უნდა იყოთ. მუშაობისას - დაკვირვებული. ეცადეთ, თავი მოაწონოთ უფროსს.

ლომი
დღეს მხოლოდ საკუთარ კი არა, გარშემო მყოფების კეთილდღეობაზეც უნდა იფიქროთ. ნუ ჩაიდებთ შურსა და ბოღმას გულში. თქვენი მიზანია, თავი მოაწონოთ აუდიტორიას. დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნებები ახლობლებთან.

ქალწული
რუტინულ საქმეებში მეტი კრეატიულობა და შემოქმედებითობა უნდა შეიტანოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან. ზოგიერთი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არასტრადიციული მეთოდებით გადაწყვეტს.

სასწორი
იყავით მზად სიახლეებისთვის და სასურველს მიიღებთ. კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. წარმატება ელით შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მარტოხელებს რომანტიკული თავგადასავლები ელით.

მორიელი
დღეს გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა გელით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ.

მშვილდოსანი
საქმიანი შეხვედრებიც კი მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. კარგი დღეა გარშემო მყოფებში პოპულარობის მოსაპოვებლად. ზოგიერთ ახალი მეგობრობა, სიყვარული ელის.

თხის რქა
კარგი დღეა საოჯახო ბიზნესის გასავითარებლად. მოულოდნელი შეხვედრებისა და საყიდლების დღეა. ახლობლებისთვის ნუ დაგენანებათ ფული სიურპრიზების მოწყობასა და საჩუქრებზე.

მერწყული
დღეს ინტუიციურად იგრძნობთ რომელ საქმეს უნდა დაუთმოთ მეტი ყურადღება. კარგი დღეა გასართობი დღესასწაულების მოსაწყობად. სასიყვარულო ურთიერთობა რომანტიკით, სიურპრიზებით გაახალისეთ.

თევზები
პირადი აზრები თქვენთვის შეინახეთ. მოერიდეთ ჭორების გავრცელებას. ნუ გახდებით დამოკიდებული ვირტუალურ გასართობებზე. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან.

ტეგები