ავსტრიამ რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2018 13:11
ავსტრიამ რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა

ვენამ რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა, რადგან მათ მოსკოვთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურთ. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა. 

"ევროკავშირის მესამედმა ქვეყნებმა რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა, ჩვენც მათ რიგებში ვართ. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის შტაბ-ბინას წარმოვადგენთ", - აცხადებს პოლიტიკოსი. 

ოცზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, გააძევა თავისი ქვეყნიდან რუსი დიპლომატები ბრიტანეთში ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულიას ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის გამო. 140 რუსი დიპლომატის გაძევება კრემლისთვის უბრალო გაღიზიანებასა და დისკომფორტზე უფრო მეტია და მტკივნეული.

ტეგები