შრომის უსაფრთხოებაზე რეფორმის ახალი ტალღა აუცილებელია - სოფიო კილაძე
ამობეჭდვა · 05 / 04 / 2018 14:06
შრომის უსაფრთხოებაზე რეფორმის ახალი ტალღა აუცილებელია - სოფიო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდმარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ შრომის კანონდებლობის ცვლილების მიუხედავად, ამ მიმართულებით მუშაობა გასაგრძელებელია და რეფორმის ახალი ტალღაა დასაწყები.

დეპუტატის თქმით, სამუშაო ადგილებზე ადამიანების გარდაცვალებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. მისივე თქმით, საქნახშირის მენეჯმენტთან შეხვედრისას მომხდარის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. დეპუტატის თქმით, ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის ხელისუფლებამ ნაბიჯები უნდა გადადგას.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ტეგები