სოფიო ქაცარავამ პროექტის „ხელისუფლება შენს უბანში“ ფარგლებში შეხვედრა გამართა
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2018 11:02
სოფიო ქაცარავამ პროექტის „ხელისუფლება შენს უბანში“ ფარგლებში შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა პროექტის „ხელისუფლება შენს უბანში“ ფარგლებში ისნის რაიონის ახალგაზრდებს შეხვდა და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე, უმთავრეს მიზნებზე, ეროვნულ ინტერესებსა და გამოწვევებზე ესაუბრა.

„განვიხილეთ საგარეო კომიტეტის დღის წესრიგი და სტრატეგია, საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს როლი და მისი ევრო ატლანტიკური მისწრაფებები. ასევე, კონფლიქტთან მიმართებაში სამშვიდობო პოლიტიკა და ​ახლად დამტკიცებული სამშვიდობო ინიციატივა, რაც ამ კურსს უფრო პრაგმატულსა და თანმიმდევრულს ხდის“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. 

ტეგები