7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 06 / 04 / 2018 22:50
7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მიმოწერისა და მოგონებების დღეა. ნუ იქნებით უხეშად პირდაპირი. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. შეადგინეთ საღამოს გეგმა.

კურო
შეხვედრების, მგზავრობისა და სეირნობის დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან. მოსალოდნელია დამატებითი ხარჯი.

ტყუპი
ჰიპერემოციური და სენტიმენტალური ხართ. შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ დღის გეგმა. გარშემო მყოფებს მშვიდად და არგუმენტირებუულად აუხსენით მიზეზები.

კირჩხიბი
იმედებით აღსავსე და რომანტიკული ხართ. მეტად გამოავლინეთ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები. საღამო უცხოეთში მცხოვრებ ახლობლებთან მიმოწერას დაუთმეთ.

ლომი
მოულოდნელობებისა და მოგონებების დღეა. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, ნუ გადაიტვირთებით ფიზიკურად. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

ქალწული
მოერიდეთ საყვარელი ადამიანის კრიტიკას. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთნ. იყავით მეტად ღიმილიანი და გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

სასწორი
დღეს სხვათა წესებს უნდა დაემორჩილოთ. შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ ახლობელ ადამიანში. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი.

მორიელი
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, სენტიმენტალურობა. საკუთარი განცდები შეგიძლიათ ნახატებში, წერაში გადაიტანოთ. ზოგერთი ავანტიურა გეპატიებათ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ნათესავებთან შესახვედრად და საოჯახო წვეულების მოსაწყობად. მეტად პატივი უნდა სცეთ ტრადიციებს, უფროსებს, ოჯახის ისტორიას.

თხის რქა
გადაადგილების, შთაბეჭდილებების დღეა. იყავით გახსნილი ადამიანებთან ურთიერთობისას. მოისმინეთ უფროსების რჩევები. მგზავრობისას თავგადასავლები გელით.

მერწყული
დილიდან ჩამოწერეთ საოჯახო ვალდებულებების სია. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. მოზომილად ხარჯეთ ფინანსები.

თევზები
მოიმატებს სენტიმენტალურობა, ახლობლებთან კომუნიკაციის სურვილი. ზოგიერთს უცხოეთში მცხოვრები ახლობლები შეეხმიანებიან. მეტად ლოიალური უნდა იყოთ სხვათა მიმართ.

ტეგები