"დაიცალა ქალაქი ჩემი სოფლელებისგან, ჩემი ცალი კალოშით ჩამოსულებისგან"...
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2018 12:50
"დაიცალა ქალაქი ჩემი სოფლელებისგან, ჩემი ცალი კალოშით ჩამოსულებისგან"...

ჟურნალისტი თამო კეშელავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.

"დაიცალა ქალაქი ჩემი სოფლელებისგან, ჩემი ცალი კალოშით ჩამოსულებისგან, ჩემი გოდრით ჩამოყვანილებისგან, ჩემი შემოხიზნულებისგან.

რა ქნან, იმათ შვილებსაც უნდათ ჩაცმა და დახურვა, იმათ შვილებსაც უნდათ აიფონები და ველოსიპედები.

ბოსტანი მოიყვანონ? - რამდენმა მოიყვანოს ეს ბოსტანი, რამდენი გვაქვს მიწა, რა გგონიათ? უპატრონო მიწებიო - მიდით, აბა, დარგეთ და დათესეთ რამე იმ უპატრონო მიწებზე - თუ ეგრევე არ გამოუჩნდეს პატრონი. მე ვიცი, ერთი 6 შვილის მამა, რომელიც იხვეწება მიწას და ვერ მისცეს, არ მისცეს - სხვის ბოსტნებს მარგლის და ასე შოულობს მწვანილის და კარტოფილის საყიდელ ფულს.

ღორი და ქათამი გრიპს გავაწყვეტინეთ, მიწა გენმოდიფიცირებულ მარცვლეულს გამოვაფიტინეთ, საძოვრები უწყლობით იგვალება, მდინარეებში კალაპოტი პატარავდება, გაჩეხილ ტყეებს ეკალ-ბარდები დაეპატრონა.

მოიყვანა გლეხმა მოსავალი - გამოიტანა ბაზარზე და ვერ ყიდის, კაპიკებად ყიდის - ბითუმად და იაფადაა ჩამოტანილი მეზობელი ქვეყნებიდან პროდუქტები, თვიდან თვემდე არ იცვლის ფერს და უხარისხო ხარისხს მეზობელი ქვეყნის პროდუქტები და იმიტომ.

მარტო გუგული მაღრაძეს ჰყოფნის საჭმელ-სასმელად ოთხი ლიტრი ზეთი ათ ლარად თვიდან თვემდე.

ხოდა, დაიცალა ქალაქი ჩემი სოფლელებისგან - წაიღეს საკუთარი შრომით ნაშოვნი ორი კაპიკი და წავიდნენ წინაპრების საფლავების პატივსაგებად.

დაიცალა ჩემი ქალაქი ჩემი სოფლელებისგან და მყისიერად, ორმაგად დაეტყო ქუჩებს თბილისელი არაბი და თურქი, ერაყელი და ინდოელი. ამათთვის არ გვენანება ჰაერი და სამუშაო, ამათ არ ვეკითხებით, რატომ არ მოჰყავთ თავიანთ ქვეყნებში კარტოფილი...

მე ვერ წავედი... ჩავძვრები ამეღამე ჩემს წილ გოდორში, ჩავიხუტებ ჩემს წილ კალოშს და ისე დავიძინებ..." - წერს ჟურნალისტი.

ტეგები