პოლიციელები მიუნსტერის თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭბენ
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2018 19:42
პოლიციელები მიუნსტერის თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭბენ

გერმანიის ქალაქ მიუნსტერის მომხდარ თავდასხმას სამართალდამცველები ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭბენ. გერმანიის ხელისუფლებამ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახებს თანადგომა და სამძიმარი გამოუცხადა.

ცოტა ხნის წინ მიუნსტერის ცენტრში ხალხს სატვირთო მანქანამ გადაუარა, რის შედეგად , სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს. მათგან ექსვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სპეცოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.

სატვირთო მაქანის მძღოლმა მოგვიანებით თავი მოიკლა.

ტეგები