გიორგი კვირიკაშვილი მიუნსტერში თავდასხმისას დაღუპულებთა ახლობლებს უსამძიმრებს
ამობეჭდვა · 07 / 04 / 2018 23:06
გიორგი კვირიკაშვილი მიუნსტერში თავდასხმისას დაღუპულებთა ახლობლებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ქალაქ მიუნსტერში თავდასხმის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა.

“ღრმად ვარ დამწუხრებული მიუნსტერის თავდასხმის გამო. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით მსხვერპლთა ოჯახებთან, გერმანელ ხალხთან და გერმანიის მთავრობის გვერდით ვართ“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი Twitter-ის გვერდზე.

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნსტერშისატვირთო მანქანამ ხალხს გადაუარა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 20 ადამიანი.

ტეგები