ოკუპირებულ აფხაზეთში კაცი მოკლეს
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2018 10:33
ოკუპირებულ აფხაზეთში კაცი მოკლეს

ოკუპირებულაფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში კაცი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება მოხდა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მკვიდრ ასტამურ გვაზავასა და ადგილობრივ ანრი ხარაზიას შორის, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ანრი ხარაზიამ ასტამურ გვაზავას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გვაზავა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, ანრი ხარაზია ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ტეგები