ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2018 14:11
ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობაში ბრალდებულს ეძებენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ბიჭვინთაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. არსებული მონაცემებით, ინკითის ტბის სანაპიროზე განთავსებულ საცხენოსნო სპორტულ კომპლექსში გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნის მცხოვრებ ასტამურ გვაზავასა და ბიჭვინთის მკვიდრ ანრი ხარაზიას შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

შედეგად, ხარაზიამ ცივი იარაღით დაჭრა ასტამურ გვაზავა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ანრი ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.

ტეგები