NASA ულტრაბგერითი თვითმფრინავის შექმნას გეგმავს
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2018 17:26
 NASA  ულტრაბგერითი თვითმფრინავის შექმნას გეგმავს

NASA-მ 247,5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა Lockheed Martin-თან, რომლის მიზანიც ულტრაბგერითი თვითმფრიავის შექმნაა. პროექტის განხორციელება 2021 წლისთვის იგეგმება.

კონკორდი – ტურბორეაქტიული ძრავის მქონე ზებგერითი სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც გამოიყენებოდა 1976 წლიდან 2003 წლამდე. მაღალი სიჩქარის გამო თვითმფრინავი მალევე გახდა პოპულარული, კონკორდს ბგერის სიჩქარეზე ორჯერ სწრაფად შეეძლო ფრენა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 2.04 მახი იყო. თვითმფრინავს 92-დან 128-მდე მგზავრის გადაყვანა შეეძლო, პირველი გაფრენა კი 1969 წლის 2 მარტს შეასრულა, 1976 წლის 21 იანვრიდან მომსახურებაში მიიღეს, კონკორდი 27 წლის მანძილზე ასრულებდა კომერციულ ფრენებს.

სხვადასხვა დანიშნულების ადგილებში ფრენასთან ერთად, კონკორდი რეგულარულად ასრულებდა ტრანსატლანტიკურ ფრენებს ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან და შარლ დე გოლის აეროპორტიდან ჯონ ფიცჯერალდ კენედის საერთაშორისო აეროპორტამდე, ვაშინგტონ დალესის საერთაშორისო აეროპორტამდე და გრენტლი ადამსის საერთაშორისო აეროპორტამდე. ამ მარშრუტებს კონკორდი სხვა სამგზავრო თვითმფრინავებთან შედარებით ნახევარ დროში ასრულებდა.

წყარო: http://newsroom.com.ge

ტეგები