კატა, რომელიც თავისი შრომით მილიონებს გამოიმუშავებს
ამობეჭდვა · 09 / 04 / 2018 23:52 · 127 ნახვა
კატა, რომელიც თავისი შრომით მილიონებს გამოიმუშავებს

მოდის სახლის ,,შანელი” კრეატიული დირექტორის კარლ ლაგერფილდის კატა, შუპეტ ლაგერფილდი, ყველაზე მდიდარი ფისოა მსოფილოში.

თავდაპირველად შუპეტი იყო ფრანგი მოდელის, ბატისტ ჯიაბიკონის კატა, რომელიც 2011 წლის შობას მან ლაგერფილდს აჩუქა.

შუპეტის ალბათ ბევრ ადამიანს შეშურდება, რადგან ის ბევრისთვის საოცნებო თანხას გამოიმუშავებს. წელიწადში მან 2.18 მილიონ გირვანქა სტერლინგი მიიღო და ეს თანხა მხოლოდ და მხოლოდ ორი სარეკლამო ფოტოსესიის საფასური იყო.

ლაგერფილდი მას ფუფუნებაში აცხოვრებს. შუპეტს ჰყავს რამდენიმე ძიძა და როდესაც კარლს დიდი ხნით უწევს სახლის დატოვება, ძიძები მასზე ყოველ დღიურად აწვდიან ინფორმაციას შუპეტის ჯამრთელობასთან დაკავშირებით.

შუპეტი ინსტაგრამის და ტვიტერის ყოველდღიური მომხმარებელია და გამომწერების ნაკლებობასაც არ უჩივის.

წყარო: სარკე

 

ტეგები