აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს რუსი სპეციალისტები საქართველოში სწავლობენ
ამობეჭდვა · 10 / 04 / 2018 19:11
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებს რუსი სპეციალისტები საქართველოში სწავლობენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ვითარებას და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

„მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, – განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

უწყებაში განმარტავენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ეფექტიანი გეგმის შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული იყო ყველა ის წამყვანი ენტომოლოგი და სპეციალისტი კანადიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან, ვისაც მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით. გაიმართა ფორუმი და არაერთი დისკუსია.

ტეგები