"ფსიხია და არის..." - რას წერს ნიკა გვარამია თამაზ ელიზბარაშვილზე
ამობეჭდვა · 10 / 04 / 2018 20:26
"ფსიხია და არის..." - რას წერს ნიკა გვარამია თამაზ ელიზბარაშვილზე

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ძაღლების თავშსაფრის მფლობელ თამაზ ელიზბარაშვილზე სტატუსს აქვეყნებს.

"ერთი ის ვერ დავადგინე, ამ ელიზბარაშვილის სიფსიხე ვინ გადაიღო და რატომ გამოაქვეყნა.  სიფსიხე ვერ გავიგეთქო, ვერ ვიტყვი - უნდა ვაღიარო, უარესი სიფსიხეები ჩემს მიერ ჩადენილი. და რაღაც არ მახსენდება, უპატრონო ძაღლებს ვუვლიდე, მანამდე სახლი, თავშესაფარი, თანამშრომლები და მეგობრები ჩამიძირ-დამიხრჩოს წყალდიდობამ. თუმცა, მეც მაქვს ჩემი ნერვიული აშლილობების წინაპირობები.  ფსიხია და არის, რას იზამ, უსიამოვნოა, მაგრამ არა უჩვეულო სამხრეთული საქართველოსთვის. პირადი საუბარია, ტელეინტერვიუ ხო არაა? როგორ და რატომ გამოქვეყნდა, ეგ კია გაუგებარი მთელ მაგ ისტორიაში", - წერს გვარამია.

ცნობისთვის, ელიზბარაშვილთან დაკავშირებით დღეს 2 ვიდეო გამოქვეყნდა. ერთ-ერთ მათგანში ელიზბარაშვილი თავის თანამშრომელს შეურაცხყოფას აყენებს, მეორეში კი, ჟურნალისტ დიმა ობოლაძესთან სიტყვიერი დაპირისპირებაა ასახული.

ტეგები