„სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
ამობეჭდვა · 10 / 04 / 2018 20:49
„სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

„სითი პარკმა“ თბილისის მერიის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.

„სითი პარკის“ იურისტის, ნანუკა ავალიანის განცხადებით, სასამართლოში შეტანილია 1600 გვერდიანი სარჩელი, რომლითაც კომპანია ითხოვს იმის დადგენას, რომ კეთილსინდისიერად ასრულდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოდ მოხდა.

მისი თქმით, კომპანია ხელშეკრულების დარღვევისთვის კომპენსაციის გადახდას ამ ეტაპზე არ ითხოვს, რადგან ამის წინაპირობაა იმის დადგენაა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოდ მოხდა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს ამას, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კომპანიამ უნდა მიიღოს კომპენსაცია“ -აცხადებს ავალიანი.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა. 

ტეგები