10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 10 / 04 / 2018 21:25
10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ენერგიული და აქტიური ხართ. კარგი დღეა დაწყებისთვის. შეგიძლიათ, სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ სასიყვარულო ურთიერთობა, სპორტული კარიერა. ახლობლებს ნურაფერს დაპირდებით, თუ შესრულება გაგიჭირდებათ.

კურო
მარტო საქმეებს ვერ გაუმკლავდებით, უმჯობესია, გვერდით ერთგული პარტნიორი გყავდეთ. დაფიქრება გმართებთ, სანამ უკანონო ქმედებას ჩაიდენთ, ან მეუღლის ღალატს გადაწყვეტთ.

ტყუპი
მეგობრებს აყოლილმა შეიძლება ყოველდღიური საქმეები მიატოვოთ და საერთო საქმიანობა წამოიწყოთ. ეცადეთ, დრო ისე გადაანაწილოთ, რომ არც ძველი და არც ახალი მიზნები არ დააზარალოთ.

კირჩხიბი
ნუ შეადგენთ მომავლის გეგმებს. ეცადეთ, ახალი საქმეები დღეს არ დაიწყოთ. მეტად დაისვენეთ, მიხედეთ, ადრე დაწყებულ პროექტებს. დღის განმავლობაში სიტუაცია შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს.

ლომი
წარმატება გელით, როგორც სპორტულ სარბიელზე, ასევე, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. კარგი დღეა ახალი პროექტის დასამტკიცებლად. ზოგიერთი ბიზნესის გაფართოებაზე დაფიქრდება, ზოგი - შორეულ ქვეყანაში მოგზაურობაზე.

ქალწული
დღეს ცეცხლოვან ვნებასაც კი თქვენეული რაციონალიზმი უნდა დაუპირისპიროთ. გამორიცხული არაა, გაწყვიტოთ კავშირი საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ეცადეთ, იყო მოზომილი, დიპლომატიური და თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი უსიამოვნებები.

სასწორი
დღეს ვიოლნოს პირველი პარტია პარტნიორმა უნდა შეასრულოს. თუ თქვენთვის ძვირფასია საქმე ან საყვარელი ადამიანი, ეცადეთ, გააუმჯობესოთ მასთან ურთიერთობა. მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს უნდა ახსოვდეთ, რომ "კლიენტი მუდამ მართალია".

მორიელი
დღეს მხოლოდ შემსრულებელი ვერ იქნებით. დროა, შეცვალოთ გარემო თქვენ გარშემო. ზოგიერთს კოლეგასთან ელის რომანის დაწყება. ზოგიერთი შინაური ცხოველის ყოლას გადაწყვეტს. თუ არ გაკმაყოფილებთ მკურნალობის ახლანდელი მეთოდი, მიმართეთ სხვა ექიმს, კლინიკას.

მშვილდოსანი
ენერგიული, წარმოსადეგი ხართ და საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: პოლიტიკა, სპორტი, ბიზნესი. სასიყვარულო პაემანი დაუვიწყარი იქნება.

თხის რქა
პოზიტიური დღე გელით. კარგად გამოიყენეთ ის შანსები, რომლებსაც იღბალი თქვენთვის გამოიმეტებს. მოერიდეთ სტრესულ და ტრავმულ სიტუაციებს. სიყვარული შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს სიძულვილში.

მერწყული
მართალია, ყველა პრობლემას დღე ვერ მოაგვარებთ, სამაგიეროდ, საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში დარწმუნდებით. სიყვარული რომანტიკითა და ვნებით უნდა გაამდიდროთ. უნდა გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, საღამოს მათ შინ უმასპინძლეთ.

თევზები
წარმატება ელით იმ ნიშნებს, რომლებიც იქნებიან ენერგიულები, გამოავლენენ ოპტიმიზმსა და ინიციატივას. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, შემოსავალი. ნუ დაკარგავთ დროს საქმეების გარკვევაზე; უპირატესობა მიანიჭეთ საქციელს და არა ტყუილ დაპირებებს.

ტეგები