"ნტვ პლუსი საქართველოში ვერ მოიპოვებს მაუწყებლობის უფლებას, ამას კრძალავს კანონი"
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2018 14:40
"ნტვ პლუსი საქართველოში ვერ მოიპოვებს მაუწყებლობის უფლებას, ამას კრძალავს კანონი"

"ნტვ პლუსი საქართველოში ვერ მოიპოვებს მაუწყებლობის უფლებას. ამას კრძალავს კანონი "მაუწყებლობის შესახებ".

37-ე მუხლის თანახმად, რომელიც 2016 წლის 1-ლი ივლისიდან არის ძალაში, საქართველოში მაუწყებლობის ლიცენზიას ვერ მოიპოვეს ის ტელევიზია/იურიდიული პირი, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე არის უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანო ან მასთან ურთიერთდამოკიდებული იურიდიული პირი. ნტვ პლუსი არის გაზპრომ მედია ჰოლდინგის შემადგენლობაში, ეს ჰოლდინგი ეკუთვნის გაზპრომს, რომლის უშუალო მფლობელი რუსეთის მთავრობაა. 

რაც შეეხება საქართველოში მოქმედი საკაბელოების მიერ ნტვ პლუსის პოლიტიკური არხების, Russia Today-ს (რომელიც ცალკე კომპანიაა) და მსგავსი პროპაგანდისტული არხების ტრანსლირებას, ეს დღემდე არ იკრძალება. ეს უსერიოზულესი გამოწვევაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც პრო-რუსული განწყობები მზარდია, ხოლო ნატოსა და ევროკავშირისადმი ნდობა წლიდან წლამდე იკლებს. ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც არაქართულენოვან მოსახლეობას ტელეკანალ პიკ-ის დახურვის შემდეგ საერთოდ აღარ მიუწვდება ხელი რუსული პროპაგანდის ალტერნატიულ საინფორმაციო არხებზე მათთვის გასაგებ ენაზე. შესაბამისად, იქ პრო-რუსული განწყობები გაცილებით დიდია და განსაკუთრებით გაზრიდილია ბოლო წლების განმავლობაში", - წერს ჩიორა თაქთაქიშვილი.

ტეგები