"ეს შეფასება არის წითელი ბარათი "ქართულ ოცნებას" - ნიკა გვარამია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშს ეხმაურება
ამობეჭდვა · 11 / 04 / 2018 18:19
"ეს შეფასება არის წითელი ბარათი "ქართულ ოცნებას" - ნიკა გვარამია "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშს ეხმაურება

„ეს შეფასება არის წითელი ბარათი "ქართულ ოცნებას", - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის შეფასებისას გააკეთა. "ფრიდომ ჰაუსის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა, ერთადერთი კრიტიკული ტელევიზიის გაჩუმების მცდელობაა. 

„ეს შეფასება, მსოფლიოს უმსხვილესი დემოკრატიის სტანდარტების დამდგენი ორგანიზაციისა, არის წითელი ბარათი "ქართულ ოცნებას" და ამ პარტიამ, რომელიც დღეს ხელისუფლებაში იმყოფება უნდა იფიქროს იმაზე, როგორ შეცვალოს ვითარება, როგორ შეცვალოს საკუთარი თავი ხელისუფლებაში, იმდენად რამდენადაც, ამგვარად გაგრძელება შეუძლებელია“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ ერთადერთი მსხვილი ნაციონალური კრიტიკული არხი არის "რუსთავი 2" და მისი მისი მაუწყებლობა არის კრიტიკულად აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიისთვის და "რუსთავი 2"-ის დღესდღეობით არსებობა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ჩარევის შედეგია. 

მან ასევე აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" ვერ უმკლავდება მასზე დაკისრებულ მთავარ ფუინქიცას - დემოკრატიული რეფორმების გატარებას.

ტეგები