დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2018 10:30
დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვევა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 12-13 აპრილს ჩინეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი მოხსენებით გამოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის“ (Macroeconomic and Financial Frameworks Successful Implementation of The Belt and Road Initiative).

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩინეთის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე გამართავს შეხვედრას ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში.

ტეგები