კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2018 13:16 · 42 ნახვა
კევინ სპეისის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ლოს-ანჯელესის პროკურატურამ კევინ სპეისის მიმართ სექსუალური შევიწროების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ბოლო რამდენიმე თვეში ოსკაროსანი მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში 30-ზე მეტმა კაცმა დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას BBCავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კევინ სპეისის წინააღმდეგ პოლიციას აქვს მტკიცებულება 1992 წელს ჰოლივუდში მომხდარ შემთხვევაზე.

კევინ სპეისის გარშემო სექს-სკანდალი 30 ოქტომბერს აგორდა, როდესაც მსახიობმა ენტონი რაპმა ჰოლივუდის ვარსკვლავი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.

ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ "ბანქოს სახლის" ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. 4 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ სპეისი სერიალის გადაღებებიდან მოხსნეს.

ამასთან, ამერიკულმა სატელევიზიო პრემია Emmy Award-მა გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისისთვის კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის "2017 წლის საპატიო ემის" აღარ გადაეცა.

ტეგები