გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება სიმსივნის რისკს ზრდის
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2018 16:18
გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება სიმსივნის რისკს ზრდის

გაზიანი სასმელების ყოველდღიური მოხმარება პროსტატის კიბოს წარმოქმნის რისკს ზრდის. ამის შესახებ შვედეთის ლუნდიუს უნივერსიტეტის სპეციალისტები აცხადებენ.

მათ კვლევა 43-73 წლის ასაკის 8 ათას მამაკაცზე ჩაატარეს. დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც ყოველდღე 330 გრამამდე ტკბილ გაზირებულ სითხეს მიირთმევენ, 40%-ით უფრო მეტად ავადდებიან პროსტატის კიბოს რთული ფორმით. დაკვირვებამ, ასევე, გამოავლინა ამ დაავადების მსუბუქი ფორმა იმ ადამიანების 31%-ში, რომლებიც ინტენსიურად მიირთმევენ ბრინჯს. ტკბილეულთა მოყვარულებში კი რისკის მაჩვენებელი 38%-ია.

სპეციალისტებმა, ასევე, დაადგინეს, რომ ტკბილი გაზირებული სასმელები შესაძლოა, სახსრების ართროზის გამოწვევის მიზეზიც გახდეს. ეს საფრთხე განსაკუთრებით მამაკაცებს ემუქრებათ.

მედიკოსები აცხადებენ, რომ 30 დღის განმავლობაში ზედიზედ ტკბილი გაზირებული სითხის მიღება ადამიანის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის პროცესზე სერიოზულ გავლენას ახდენს.