Eva Husson-ის ფილმი „მზის გოგონები“ „პალმის რტოსთვის" იბრძოლებს
ამობეჭდვა · 12 / 04 / 2018 22:09
Eva Husson-ის ფილმი „მზის გოგონები“ „პალმის რტოსთვის" იბრძოლებს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Eva Husson-ის ფილმი „მზის გოგონები“ კანის კინოფესტივალზე "პალმის რტოსთვის" იბრძოლებს. 

ფილმი საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომელიც ქურთ მებრძოლ ქალთა არმიაზე მოგვითხრობს. მისი ერთი ნაწილი ახალციხეში გადაიღეს. გადაღებები დაახლოებით 3 თვე მიმდინარეობდა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტი მადლობას უხდის ქართულ საპროდიუსერო კომპანიას 20 Steps Productions, პროდიუსერ ვლადიმერ კაჭრავას და ფილმის მთელ გადამღებ ჯგუფს, ასევე, საერთაშორისო გადამღებ ჯგუფს, მსახიობებს, "აწარმოე საქართველოში"-ს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა იმ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ ფილმის შექმნაში.

ტეგები