AIIB ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდა
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2018 14:50 · 28 ნახვა
AIIB ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდა

აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკი (AIIB) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს განიხილავს, - ასეთი იყო საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერიs, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და AIIB-ის შეხვედრის მთავარი საკითხი.

შეხვედრა ბანკის სათაო ოფისში, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს.

ბანკის პრეზიდენტთან ძინ ლიცუნთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის პორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ბანკის სპეციალისტთა ჯგუფი უკვე სწავლობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. მათ მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საკითხი ბანკის მმართველთა საბჭოზე იქნება განხილული და დამტკიცებული.

ტეგები