ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლის რუსული გასტროლები და პოზიორობა სამხედრო ტექნიკის ფონზე (ფოტო)
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2018 15:13
ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლის რუსული გასტროლები და პოზიორობა სამხედრო ტექნიკის ფონზე (ფოტო)

ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი "გურია" რამდენიმე დღეა რუსეთში გასტროლებზე იმყოფება.  "გურიის მოამბის" ინფორმაციით, ანსამბლის წევრების სანკტ-პეტერბურგში გასტროლი  ბიზნესმენი ძმების, ჩხაიძეების დაფინანსებით შედგა.

ფოტოები, სადაც ანსამბლის წევრები რუსულ ტექნიკასთან პოზიორობენ სოციალურ ქსელში აიტვირთა და საზოგადოების მხრიდან წამოსული უარყოფითი შეფასებები შემდეგ, სწრაფადვე წაიშალა.

გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, სადაც მოცეკვავეები რუსული ტექნიკისა და ტანკების ფონზე პოზიორობენ. ფოტოები იმ დღეებშია გადაღებული, როდესაც საქრთველოში 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშებიც კი დაშვებული იყო.

ანსამბლი "გურია" აწ გარდაცვლილმა ჯუმბერ დუნდუამ დაარსა, რომელსაც ახლა მისი ოჯახი ხელმძღვანელობს, მათ შორის მისი შვილი, ოზურგეთის ყოფილი ვიცე-მერი, კობა დუნდუა.

ტეგები