"უნდა დავაკვირდე მისალმებისას და დამშვიდობებისას რას ვაკეთებ, ეგება ერიდებათ და ვერ მეუბნებიან"...
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2018 16:57
"უნდა დავაკვირდე მისალმებისას და დამშვიდობებისას რას ვაკეთებ, ეგება ერიდებათ და ვერ მეუბნებიან"...

ირინა სარიშვილი საკუთარი შვილებისა და მისი ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"მოკლედ კოცნა, მოფერება, თავზე ხელის გადასმა, თამაში – ყველაფერი სამ–სამჯერ უნდა გავაკეთო ერთმანეთის მიყოლებით რომ რომელიმეს არ ეწყინოს. ყველაზე უმნიშვნელო დეტალიც კი რაც ჩემ პატარა გოჭუნიებს ეხება სამივესთან უნდა გავიმეორო გული რომ არ დაწყდეთ. რატო ვწერ ეხლა ამას. დღეს მაღაზიაში მიმავალს ორი ახლობელი შემხვდა დიდი ხნის უნახავი ხოდა ჯერ ერთი რო გადავკოცნე და მერე მეორე, ავტომატურად მესამე კოცნაზე გავიწიე და ჰაერში დამრჩა ცხვირ–პირი  . ხვალიდან უნდა დავაკვირდე მისალმებისას და დამშვიდობებისას რას ვაკეთებ, ეგება ერიდებათ და ვერ მეუბნებიან ამდენჯერ გამარჯობა და ნახვამდის რა ამბავიაო,  არ გამირთულდეს და კიდე რაღაცეებში არ გადამივიდეს რა ვიცი", - წერს სარიშვილი.

ტეგები