სოფიო ქაცარავა ელიზაბეტ რუდს შეხვდა
ამობეჭდვა · 13 / 04 / 2018 19:19
სოფიო ქაცარავა ელიზაბეტ რუდს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ელიზაბეტ რუდს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის ურთიერთობის დინამიკას, რაც მრავალი მიმართულებით გამოიხატება.

სოფიო ქაცარავამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მხარეებმა შეხვედრაზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დაგეგმილი სტრატეგიული კომუნიკაციის კონფერენციის შესახებ ისაუბრეს, რომელიც უფრო მეტად კოორდინირებული ფორმატის შექმნისკენაა მიმართული და რომელსაც აშშ-ს საელჩოსა და USAID-ის სრული მხარდაჭერა აქვს.



 

ტეგები