საპატრიარქო "ქართული მარშის" წევრების გასათავისუფლებად სასამართლოსთან შუამდგომლობას აპირებს
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2018 10:05 · 277 ნახვა
საპატრიარქო "ქართული მარშის" წევრების გასათავისუფლებად სასამართლოსთან შუამდგომლობას აპირებს

"მეგობრებო დღეს საღამოს, ორი საათის წინ, დედები, ვიყავით სტუმრად უწმინდესთან!!!

პატრიარქმა ძალიან თბილად მიგვიღო, გაგვახვნევა, მოგვეფერა, გვითხრა რომ გადავრჩებით და ბიჭებს დავიხსნით ციხიდან... დაგვლოცა...ჩვენი სულიერი მამის თანადგომა ყველაფერზე მეტია!

სასწაულია ეს ყველაფერი!

საპატრიარქოში დაგვპირდნენ რომ დაგვეხმარებიან და აუცილებლად სასამართლოს შუამდგომლობაც იქნება წმინდა სინოდის წევრების ხელმოწერით და ასევე ღია განცხადება გაკეთდება პატრიარქიის სახელით!

ქრისტე აღდგა ქართველებო!

ჩვენთან არს ღმერთი!", - წერს "ქართული მარშის" ერთ-ერთი წევრის ლადო სადღობელაშვილის დედა თამარ იოვაშვილი.

ტეგები