"მუქარა მივიღე, რომ მისი ბიჭები თბილისში თავს მომაჭრიან და ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის"
ამობეჭდვა · 14 / 04 / 2018 20:08 · 2977 ნახვა
"მუქარა მივიღე, რომ მისი ბიჭები თბილისში თავს მომაჭრიან და ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის"

"ჩემ ხუთი ათას ფბ-ის მეგობარს რჩევა მინდა ვკითხო.

გუშინ მივიღე მობილურზე მუქარის სმს-ი რუსული ნომრიდან (+796 268 924 97), წავიკითხე და მაშინვე გადაურეკე. მიპასუხა შუახნის მამაკაცმა ქართულად (რუსული აქცენტით). მითხრა, რომ ძალიან მალე მისი ბიჭები თბილისში თავს მომაჭრიან და ეს მაგალითი იქნება სხვებისთვის, ვინც ქურდებზე ცუდს ლაპარაკობსო.

უპასუხე, ახლავე მივალ პოლიციაში და განვაცხადებ თქო.

სასაცილოდ არ ეყო, ყურებზე ხახვი ვერ დაგვაჭრასო, მიპასუხა.

ასეც მოვიქეცი. მივედი, მივეცი ჩვენება.

მართლაც ვთქვი და ახლაც ვამბობ, რომ ქურდობა და ქურდული მენტალიტეტი კანონით ისჯება და მათი ადგილი ციხეშია.

ახლა გეკითხებით ჩემო მეგობრებო ამ მუქარის მერე ვიყო პოლიციის იმედზე და თავისუფლად ვიარო. თუ ავიყვანო კერძო დაცვის სამსახური?

აქვე ვაქვეყნებ მუქარის სმს-ების სქრინს", - წერს თამაზ ელიზბარაშვილი.

 

Tamaz  Elizbarashvili-ს ფოტო.Tamaz  Elizbarashvili-ს ფოტო.Tamaz  Elizbarashvili-ს ფოტო.Tamaz  Elizbarashvili-ს ფოტო.

ტეგები