15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2018 00:01
15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

აქტიური ხართ; შეიძლება მთელი დღე საჭესთან გაატაროთ. კარგი დღე ელით სპორტსმენ და სამხედრო ნიშნება. პარტნიორებად თქვენნაირი ენერგიული ადამიანები აირჩიეთ. 

 

კურო

პოზიტიური და მშვიდი უნდა იყოთ. კარგი დღეა გადაადგილებისთვის. მარტივად შეძლებთ ვალდებულებების სხვებისთვის გადაბარებას, თავად კი დაისვენებთ. 

 

ტყუპი

ნუ იქნებით უხეში და მერყევი. ნუ განაწყენდებით, თუ მომენტალურად ვერ მიიღებთ სასურველს. მშვიდად დაასრულეთ საქმეები, დაიხმარეთ თანამოაზრეები. 

 

კირჩხიბი

შეიძლება კონფედენციალური დავალება მიიღოთ. ახლობლის საიდუმლო გამოაააშკარაოთ. ზოგიერთი საიდუმლოდ გაემგზავრება სადმე. 

 

ლომი

შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა საზოგადოებაში; მიიღოთ სასურველი. კარგი დღეა უცხოეთში საქმეების მოსაგვარებად, კონტაქტებისა და მიმოსვლისთვის. 

 

ქალწული

არ არსებობს საქმე/ვალდებულება, რომელსაც ვერ შეასრულებთ. თუ, არ იზარმაცებთ, რა თქმა უნდა. კარგი დღე ელით სამედიცინო და ტექნიკური სფეროს წარმომადგენლებს.

 

სასწორი

ნუ ეცდებით სხვებს დაეწიოთ და გაასწროთ. იყავით ინდივიდუალური. ზომიერი ფიზიკური აქტიურობა არ გაწყენთ. აგრეთვე კარგია, ფინანსური საკითხების მოგვარება. 

 

მორიელი

ნუ ჩაერთვებით ორაზროვან თამაშში. ნურავის ნურაფერს დაპირდებით. მეტი დრო გაატარეთ შინ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. 

 

მშვილდოსანი

ნუ გაამჟღავნებთ საიდუმლოს დროზე ადრე. იყავით მეტად მოსიყვარულე და ყურადღებიანი ახლობლებისადმი. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. 

 

თხის რქა 

მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, ბინის კეთილმოწყობას. გამოიჩინეთ მზრუნველობა მშობლებისა და კოლეგებისადმი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან (ექიმი, კონსულტანტი, გამყიდველი).

 

მერწყული

მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. კარგი დღე ელით სპორტსმენ, მედიკოს და ელექტრო სფეროს წარმომადგენლებს. ნუ იმოქმედებთ დამოუკიდებლად, ვინმე დაიხმარეთ. 

 

თევზები

დღევანდელ საქმეებს იმაზე მარტივად მოაგვარებთ, ვიდრე გეგონათ. ნუ გადააქცევთ ბუზს სპილოდ, ნუ მოიშლით წვრილმანებზე ნერვებს. კრიტიკას მშვიდად შეხვდით, მწვავე რეაქცია ნუ გექნებათ.

ტეგები