„ებრაელებს კარგად გვახსოვს ქართველებისგან რამდენი დამცირება მივიღეთ, მაგრამ მათთვის ღორები არ გვიწოდებია“
ამობეჭდვა · 15 / 04 / 2018 18:47 · 5393 ნახვა
„ებრაელებს კარგად გვახსოვს ქართველებისგან რამდენი დამცირება მივიღეთ, მაგრამ მათთვის ღორები არ გვიწოდებია“

ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი იაშა ვანზოვსკი ბოდიშის მოხდას ითხოვს იმ ქართველისგან, რომელმაც ფეისბუქში ებრაელ ხალხს იმის გამო მიაყენა შეურაცხყოფა, რომ მათ ქვეყანაში არალეგალურად ვერ შევიდა.

იაშა ვანზოვსკი 40 წელია, ტაქსის მძღოლად მუშაობს. ქართველ ემიგრანტებს იცნობს და, როგორც ამბობს, ბევრს დახმარებია სამუშაოს პოვნაში. 

„დღეს ისრაელში 40 ათასი ტურისტია ჩამოსული. მეგობრებო, ისრაელი სამოთხე არ არის, რომ მიდიან და აღარ ბრუნდებიან. ტურისტი რომ ჩამოდის რომელიმე ქვეყანაში ერთი, ორი კვირით, დახრჯავს ფულს და მერე სამშობლოში ბრუნდება. მესმის, რომ სამუშაოდ ჩამოდიან, მაგრამ ისრაელი ვერ გაუძლებს იმას, რასაც ხალხი ითხოვს ისრაელისგან. ჩვენ, ქართველ ებრაელებს, ყველა ქართველი გვიყვარს, ჩვენთვის განსხვავება არ არის, ვინ ოსია, ვინ აფხახი. მე თუ ღორს მეძახიან და ჰიტლერზე ამბობენ, რომ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა, მე იმ ხალხს პატივს არ ვცემ. ერთეულები არიან ესენი, მაგრამ ხალხს ნუ გაუხსნით სალაპარაკო პირს…

ებრაელები დებილები არ არიან. ჩვენ, ებრაელებს, კარგად გვახსოვს საქართველოში ქართველებისგან რამდენი დამცირება მივიღეთ, მაგრამ არც ღორები გვიწოდებია მათთვის და არც 2008 წელს გვითქვამს, პუტინმა რატომ ბოლომდე არ მიიყვანა საქმეო. ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადეთ. ჩვენ დღეს ვაცნობთ საქართველოს ტურისტებს, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა არ არსებობს, მოინახულონ…

თუ ვინმე ვერ ჩამოვიდა ისრაელში არარეგალურად, ისრაელს ნუ აგინებს… მე მინდა, იმ ბოროტმა ადამიანმა, ვინც ეს დაწერა და ღორები გვიწოდა, ბოდიში მოიხადოს… არავინ ეცადოს ამ ქვეყნის აბუჩად აგდება“, – ამბობს იაშა ვანზოვსკი.

ტეგები